პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი მანდატურთა სამსახურში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დასავლური დემოკრატიის ავტორიტეტს ანგრევს და საქართველოში "ჩამშვებთა ინსტიტუტებს" ამკვიდრებს.
"სააკაშვილის და მისი გუნდის მენტალიტეტი ჩაშვების მენტალიტეტია. სწორედ ჩამშვებთა ინსტიტუტის დამკვიდრებისთვის მოიგონეს მანდატურთა სამსახურები. საბედნიეროდ, მანდატურებს შორისაც არიან ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც ბავშვებს შორის დამბეზღებელთა მომრავლებას განიცდიან"- განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ახალ თაობაში მსგავსი ქმედებების დამკვიდრებას ვერ შეძლებენ.
