საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირსა და ბელორუსს შორის არსებული დაძაბულობით შეშფოთებულია
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირსა და ბელორუსს შორის არსებული დაძაბულობით შეშფოთებულია
12:32 24.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირისა და ბელორუსის ურთიერთობებში დაძაბული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების ტენდენციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, არსებული დაძაბულობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნაა საჭირო.

"საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას" - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, გუშინ ბელორუსის მიმართ სანქციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.


ბეჭდვა