ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის გია თორთლაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადგილზე ის ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე უარს ეტყოდა.
"მიანიჭებს თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობას, ეს პრეზიდენტის უფლებაა.
ჩემი დამოკიდებულება კი ივანიშვილის ფიგურის მიმართ ნათელია. მე რომ პრეზიდენტის ადგილზე ვიყო, მას მოქალაქეობას არ მივანიჭებდი. ამ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეობა ერთხელ უკვე მიანიჭეს, მაგრამ მან ის თავისი ნებით დაკარგა" - განაცხადა თორთლაძემ "ნიუსპრესთან" საუბარში.
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა 5 აპრილია.
