ქრისტიან-დემოკრატები შემოდგომაზე საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ
ქრისტიან-დემოკრატები შემოდგომაზე საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ
11:05 24.03.2012
ქრისტიან-დემოკრატები შემოდგომაზე წინასაარჩევნო კამპანიას საპრეზიდენტო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დასახელებით დაიწყებენ.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

ვეფხვაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ვინ იქნებიან ქრისტიან-დემოკრატების პრეზიდენტობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები, თუმცა აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

"საარჩევნო კამპანიის დაწყებისას, ჩვენი კანდიდატები მოსახლეობის მიმხრობას იმ კონკრეტული იდეებით შეეცდებიან, რასაც ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები ჰქვია" - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე არ იქნება. " ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა არაპარტიული სახეც იყოს" - დასძინა ვეფხვაძემ.




ბეჭდვა