"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები გურჯაანის მოსახლეობას შეხვდებიან
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები გურჯაანის მოსახლეობას შეხვდებიან
10:22 24.03.2012
პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე დღეს გურჯაანის რაიონის სოფლებს ეწვევიან და კამპანია "ქართული სოფლისთვის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

"ახლების" შეხვედრები სოფელ კაჭრეთში, ბაკურციხეში, ველისციხესა და შაშიანშია დაგეგმილი.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები სოფლის ცენტრებში შედგება. პარტიის წევრები ადგილობრივ მცხოვრებლებს სოფლებში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებზე გაესაუბრებიან.

ბეჭდვა