ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან დღეს 20 წელი სრულდება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
როგორც "ნიუსპრესს" ამერიკის საელოჩდან აცნობეს, განვლილი ოცი წლის განმავლობაში, აშშ-ს მშვიდობის კორპუსის ასობით მოხალისემ იმსახურა საქართველოში, ხოლო აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში 5 000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო.
საელჩოს ინფორმაციით, 20 წლის განმავლობაში, აშშ-მ საქართველოს 3 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა - ბოლო ათწელში სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამერიკა მადლობას უხდის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში მონაწილეობისთვის.
საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 24 მარტს დაამყარეს.
