უცნობმა პირებმა მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარის მურმან დუმბაძის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს. აღნიშნულის თაობაზე მურმან დუმბაძემ ინფორმაცია სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა.
დუმბაძე ამ ფაქტს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
მისი თქმით, ფოსტის გატეხვას არაკვალიფიციური ადამიანი ვერ შეძლებდა, მსგავს საქმიანობას მაღალი კლასის პროგრამისტები ახორციელებენ.
"რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი მეილიდან საკამოდ ბინძური შინაარსის წერილი მიიღეს. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანმა მაცნობა, რომ ქალაქში ჩემი სახელით გავრცელებული ქაღალდზე ამობეჭდილი ასევე ბინძური შინაარსის განცხადება ნახეს" - აღნიშნა მან.
"ნიუსპრესთან" საუბარში დუმბაძე განმარტავს, რომ ორივე ქმედების უკან შესაძლოა, ერთი პიროვნება იდგეს, რომელსაც "ემსახურე საქართველოს" პოპულარობა აღიზიანებს.
"ჩვენი ორგანიზცია საკმაოდ რეიტინგულია, რადგან რთულ თემებს ეჭიდება და ეროვნულ პოზიციებზე დგას" - განუცხდა "ნიუსპრესს" დუმბაძემ და აღნიშნა, რომ ის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ფორმით თავდასხმას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს.
მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერმა ელექტრონული ფოსტის პაროლი შეცვალა. დუმბაძე პროკურატურაში საქმის აღძვრას არ აპირებს.
"ჩემი ამოცანაა გავაგრძელო ბრძოლა სამართლიანი საქართველოს შესაქმნელად"- დასძინა მან.
