პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ზესტაფონში გასვლით სხდომას ხვალ გამართავს.
დეპუტატები სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
ასევე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2011 წლის ანგარიში და მოხსენება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის საკითხებზე.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ზესტაფონში 15:00 საათზე დაიწყება.
