"ქრისტიან-დემოკრატები" კომერციული ბანკის წილის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმების კანონში გაწერას მოითხოვენ
"ქრისტიან-დემოკრატები" კომერციული ბანკის წილის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმების კანონში გაწერას მოითხოვენ
18:48 23.03.2012
"ქრისტიან-დემოკრატები" კომერციული ბანკის წილის მფლობელებისა და ადმინისტრატორებისთვის შესაფერისობის კრიტერიუმების კანონში მკაფიოდ გაწერას მოითხოვენ.  ამის შესახებ განცხადება დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, პროცესი უფრო გამჭვირვალე იქნება თუ კანონში ყველა კრიტერიუმი მკაფიოდ გაიწერება.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება ენიჭება ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.
ვეფხვაძის მოთხოვნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არ დაეთანხმა. კომიტეტმა "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ბეჭდვა