კოლუმბია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს
კოლუმბია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს
18:31 23.03.2012
კოლუმბია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს.  აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და კოლუმბიის პოლიტიკურ კონსულტაციების ფარგლებში ისაუბრეს.
შეხვედრისას კოლუმბიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულება, რომლის თანახმად კოლუმბიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. კოლუმბიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კოლუმბია მზადაა, გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

კონსულტაციებზე კოლუმბიურ მხარეს კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ალფონოს სორია მენდოზა წარმოადგენდა. ქართული მხარეს კი - ამერიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სამართლებრივი და საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოსა და კოლუმბიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ბეჭდვა