"დემოკრატიული მოძრაობა" მოქალაქეების უკანონო დაჯარიმებას აპროტესტებს
"დემოკრატიული მოძრაობა" მოქალაქეების უკანონო დაჯარიმებას აპროტესტებს
18:19 23.03.2012
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"-ს წარმომადგენლები კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების დაჯარიმების ფაქტებს აპროტესტებენ.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 22 მარტს საქართველოს კონტროლის პალატამ საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ 34/2 მუხლის საფუძველზე, "სახალხო კრების" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია კობახიძე და "დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჭანტურიშვილი დააჯარიმა.

განცხადების თანახმად, საქმის განხილვა კანონის დარღვევით ჩატარდა. თეიმურაზ ჭანტურიშვილი დაჯარიმდა 2 000, ხოლო გია კობახიძე 12 000 ლარით.

კონტროლის პალატის წერილობითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ "დემოკრატიული მოძრაობა"ამ თემაზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

ბეჭდვა