რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
17:37 23.03.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საგზაო და წყლის სფეროში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განიხილეს.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის, ათასწლეულის ფონდის და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელებმა მოწვეულ სტუმრებს 2011 წელს შესრულებული საქმიანობის შედეგები გააცნეს.

ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2011 წლის ანგარიშისა და 2012 წელს მიმდინარე პროექტების პრეზენტაციაც მოეწყო.

ბეჭდვა