პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეები "ფე-ეს -ბეს" სცენარით მოქმედებაში დაადანაშაულა.
აღნიშნული განცხადება თორთლაძემ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ისტერია, რომელიც ახლა გორდება საქართველოში, თითქოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დამანგრეველი და დამღუპველია, "ფე-ეს-ბე"-ში, რუსეთში დაგეგმილი მიდგომაა. ეს არის საკითხის პოლიტიზირება"- განაცხადა თორთლაძემ და აღნიშნა, რომ ადრე მსგავსმა სიტუაციამ ძალზე ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო.
მისივე თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და საერთოდ ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს.
