გრიგოლ ვაშაძემ მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო
გრიგოლ ვაშაძემ მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო
16:59 23.03.2012
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წმინდა საყდრის ნუნციუსი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაენი, მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ვატიკანის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, განიხილებოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

ბეჭდვა