თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის კეთილგანწყობას თურქეთის მიმართ სკეპტიკურად აფასებს
თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის კეთილგანწყობას თურქეთის მიმართ სკეპტიკურად აფასებს
15:29 23.03.2012
"თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თურქეთის მიმართ კეთილგანწყობას სკეპტიკურად უყურებს.
"პანოსმალური იდეებისადმი ჩვენი პრეზიდენტის დეკლარირებული ერთგულება, თურქეთის ძმობის თაობაზე დედამისის მონათხრობის არაერთგზის ხსენება, როგორც ისტორიულ სამართლიანობასთან შეუსაბამო, ანგრევს ჭეშმარიტ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და კეთილმოსურნე განწყობას ქართველი ერისა თურქეთის ღირსეული ხელმძღვანელის ერდოღანის და მისი დიდი ისტორიის მქონე ხალხის მიმართ" -აღნიშნა შაშიაშვილმა.

ბეჭდვა