ახალგაზრდული ლეიბორისტები სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
ახალგაზრდული ლეიბორისტები სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
14:49 23.03.2012
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებს პარლამენტის წინ 29 მარტის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა თსუ-ს წინ გამართულ აქცია- ბრიფინგზე განაცხადეს.
"ყველა იმ სტუდენტს, ვისაც წართმეული აქვს განათლებისა და არჩევანის უფლება მოვუწოდებთ, 29 მარტს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ დადგნენ და ერთად "ავუნთოთ წითელი" რეჟიმს, რომელიც განათლებისა და არჩევანის უფლებას გვართმევს" - განაცხადა "ლეიბორისტების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა.
მისივე თქმით, აქციაში იმ 10 000-მა სტუდენტმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელთაც სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული.

ბეჭდვა