ეკა ბესელია "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში შევა
ეკა ბესელია "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში შევა
14:29 23.03.2012
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში შევა.

როგორც ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა იყო საზოგადოებისთვის ახალი პოლიტიკური სახეების წარმოჩენა და შესაბამისად, კოალიციამ თავიდან სწორედ ახალი სახეები წარადგინა.

"ბოლო 5 წელია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვარ ჩართული და ახალ სახედ აღარ განვიხილები, სწორედ ამიტომ არ მოხდა ჩემი წარდგენა" - განმარტა ბესელიამ.

მისი თქმით, ის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის სახელით აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

ბეჭდვა