არჩევნების გაყალბების შემთხვევაში "ქართული ოცნება" ქუჩის აქციებს დაიწყებს. ამის შესახებ დღეს ადვოკატმა, "ქართული ოცნების" იურიდიული
ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ხმების დათვლის უფლება აქვს და ამის ერთ-ერთი ფორმა ქუჩის აქციებია.
"თუ რუსეთში ქუჩაში გამოსული საზოგადოება დემოკრატიის მანიშნებელია და ამ აქციებს პირადპირ ეთერში გვაჩვენებენ, საქართველოში ქუჩაში გამოსული ხალხი, რომელიც ამდენი წელია სიმართლისთვის იბრძვის, არ არის დემოკრატიის მაჩვენებელი? უბრალოდ სწორად უნდა დაგეგმვა ამ აქციებს, როცა ამის აუცილებლობის წინაშე დგები" -აღნიშნა ბესელიამ.
მისი თქმით, ქუჩის აქციები ბრძოლის ერთ-ერთი ცივილიზებული ფორმაა და საზოგადოებას ამ მხრივ გაძლიერება სჭირდება.
"საზოგადოება რომ არ მოისუსტებდეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამდენს ვერ გაბედავდა" - განაცხადა ბესელიამ.
