ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის ვადა 5 აპრილს იწურება
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის ვადა 5 აპრილს იწურება
14:06 23.03.2012
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა 5 აპრილია. ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის განსახილველად 3 თვაინი ვადა ჰქონდა.

"საქართველოს ხელისუფლებას ამდენი ფიქრი არ უნდა სჭირდებოდეს იმისთვის, თუ რა უნდა გააკეთოს. კარგად წაიკითხოს მოქალაქეობის შესახებ კანონი, როგორ ხდება ნატურალიზაციის გზით მოქალქეობის მიღება და იქ ზუსტად წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა უნდა მიიღოს და უარის თქმის არცერთი ფორმალური მიზეზი არ არსებობს" - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, NDI-ის კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ მოსახლეობა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მომხრეა. შესაბამისად, ხელისუფლებას არ აქვს უფლება ეს არ შეასრულოს.


ბეჭდვა