საქართველო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათშორისო ორგანიზაციაში წევრიანდება
საქართველო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათშორისო ორგანიზაციაში წევრიანდება
13:30 23.03.2012
შპს "საქართველოს რკინიგზის" ინიციატივით, საქართველო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათშორისო ორგანიზაციაში (OTIF) გაწევრიანდება.
სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათშორისო ორგანიზაცია მიზნად წევრი ქვეყნებისთვის საერთაშორისო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის ერთიანი ნორმატიული სისტემის შემუშავებას ისახავს.
საქართველოსთან ერთად, ორგანიზაციის წევრები საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, თურქეთი, შვედეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები არიან.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომლის განხორციელებაც 2007 წელს დაიწყო, საქართველოს თურქეთის გავლით დასავლეთ ევროპასთან დააკავშირებს. პროექტი სამგზავრო მატარებლების მოძრაობასა და სამგზავრო გადაყვანებს ითვალისწინებს.
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, OTIF-ში გაერთიანება ქვეყანას საშუალებას მისცემს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვები საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში აწარმოოს.
გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 2012 წლის 1 მაისს შევა.

ბეჭდვა