საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ლიბანში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს მიშელ სლეიმანს და პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის შეხვდა.
გილაურმა შეხვედრა ასევე გამართა თავის ლიბანელ კოლეგასთან ნაჯიბ მიკატისთან.
ლიბანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიბანს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებსა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საქართველოს პრემიერი ლიბანში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
