საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის
სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებული ძირითადი საკითხები განიხილეს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და სტაბილურობის კუთხით იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით პროგრესის დაფიქსირების აუცილებლობას.
