საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
19:29 22.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ დღეს საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის  მსმენელთა დელეგაცია მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსაც.

აღნიშნული დელეგაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მოწვევით იმყოფება. მასში 30-ზე მეტი წევრი შედის. დელეგაცია თბილისში 3 დღის მანძილზე დარჩება.

ბეჭდვა