თორნიკე გორდაძე ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებს ხვდება
თორნიკე გორდაძე ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებს ხვდება
18:25 22.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებს ხვდება.

თბილისს საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სწავლების ინსტიტუტის წარმომადგენლების 37 წევრიანი დელეგაცია სტუმრობს.

მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან.

დელეგაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მოწვევით იმყოფება. მათი ვიზიტის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის გაცნობა და საქართველოსთან ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტი საქართველოში სამდღიანია. სტუმრები თბილისიდან ბაქოში გაემგზავრებიან.


ბეჭდვა