სლოვაკეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
სლოვაკეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
17:10 22.03.2012
საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა მილან ზახარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილეს თორნიკე გორდაძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
ასევე, ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს.

ბეჭდვა