კუბლაშვილი აშშ–ს სენატში გაკეთებულ განცხადებებს ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მიწოდებულს უწოდებს
კუბლაშვილი აშშ–ს სენატში გაკეთებულ განცხადებებს ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მიწოდებულს უწოდებს
17:02 22.03.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ  განცხადებებს ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მიწოდებულს უწოდებს.

"ასეთ ტენდენციურ და არასწორ ინფორმაციას შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ძალა აწვდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარუმატებელია და მიიჩნევს, რომ თავის წარუმატებლობა საარჩევნო გარემოს ან ვინმე სხვას უნდა გადააბრალოს"-განაცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის ღიაა და მათ თანაბარი უფლებები აქვთ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ღიად გამოხატა, რაც იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება.

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღევანდელ ბრიფინგზე აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სხდომაზე ითქვა, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის საქართველოში თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი და მათ არჩევნებში თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეთ.

ბეჭდვა