პოლიტიკური პარტიების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საკითხი ახლებურად რეგულირდება
პოლიტიკური პარტიების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საკითხი ახლებურად რეგულირდება
15:05 22.03.2012
პოლიტიკური პარტიების მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს კანონი ახლებურად განსაზღვრავს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვას შეეხება.

ცვლილებების თანახმად, რაიონული სასამართლო საქმეებს განიხილავს და შესაბამისი ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე დადგენილებას იღებს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.

დადგენილების გასაჩივრებისას, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს უკან დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.

ბეჭდვა