ბიძინა ივანიშვილი ჯანდაცვის თემატური ჯგუფის მუშაობას გაეცნო
ბიძინა ივანიშვილი ჯანდაცვის თემატური ჯგუფის მუშაობას გაეცნო
14:27 22.03.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების საკითხების თემატური ჯგუფის შეხვედრას  დღეს გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილმა ჯგუფის წევრებისგან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სისტემური ცვლილებების აუცილებლობის თაობაზე მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრაზე სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა არა პრივილეგია, არამედ, თითოეული მოქალაქის უფლებაა.
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს სოციალური დაცვის ევროპულ მოდელზე გადასვლისთვის საჭირო რეკომენდაციებიც წარუდგინეს.

ბეჭდვა