კახში საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობის 20 წლისთავი აღინიშნება
კახში საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობის 20 წლისთავი აღინიშნება
14:09 22.03.2012
აზერბაიჯანში, კახში ხვალ საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობის 20 წლისთავი აღინიშნება. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც გეგმავს.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ 3 წლის წინ კახის კულტურის ცენტრი დაიწვა. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების შედეგად, საქართველოს ცენტრისთვის შენობა გადაეცა.
ქართული კულტურის ცენტრში, შესაძლოა, თეატრი და ბიბლიოთეკაც გაიხსნას.
ხვალინდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატები, პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია.

ბეჭდვა