"ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმი ხვალ გაიმართება
"ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმი ხვალ გაიმართება
12:32 22.03.2012
თბილისში ხვალ "ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმი გაიმართება.
ფორუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება მას სასატუმრო "რედისონში", საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე გახსნის.

ფორუმის მუშაობაში მონაწილობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, სომხეთის, უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ.

ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის როლის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, აგრეთვე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ხალხთა შორის კონტაქტების შესახებ იმსჯელებენ.


ბეჭდვა