პრემიერ-მინისტრი ლიბანში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ლიბანში გაემგზავრა
12:26 22.03.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიბანში გაემგზავრა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გილაური ლიბანის პრეზიდენტს მიშელ სლეიმანს და პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის შეხვდება.

აგრეთვე დაგეგმილია ნიკა გილაურის და ლიბანის პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ მიკატის შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ლიბანელ ბიზნესმენებსაც შეხვდება.

ბეჭდვა