ნატო-რუსეთის საბჭოს ჩიკაგოში დაგეგმილი სხდომა, შესაძლოა, აღარ შედგეს.
"ვლადიმერ პუტინთან განვიხილეთ ჩიკაგოს შეხვედრის პერსპექტივები და მივედით
დასკვნამდე, რომ რუსეთის გადატვირთული შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, სამიტისთვის დროის შერჩევა გაგვიჭირდება" - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მისივე თქმით, ალიანსისა და რუსეთის ორმხრივი შეხვედრა, მოსკოვში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიმართება. მანვე აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ურთიერთობას განაგრძობს.
ნატო-ს სამიტი ჩიკაგოში მაისის ბოლოს უნდა გაიმართოს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იქნება.
