პროექტის "რჩეული" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
პროექტის "რჩეული" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
19:28 21.03.2012
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტ "რჩეულის" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "სახალხო იმედი", ხოლო მხარდამჭერი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.
"რჩეული" სტუდენტებისთვის გათვლილი ინტელექტუალური კონკურსია. მასში მონაწილეობის მიღება აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეუძლიათ. "რჩეული" მიზნად ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას ისახავს.
პროექტი ორთვიანია და მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. მანამდე, მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სტუდენტურ თვითმმართველობებს უნდა მიმართონ.
"რჩეულის" მონაწილეები ბიზნესის, ეკონომიკის, სამართალის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, პოლიტოლოგიის, ჟურნალისტიკის, სამედიცინო, ინფორმატიაკის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და არქიტექტურის სფეროებში ცოდნაში შეეჯიბრბებიან.
კონკურსი 5 ტურისგან შედგება. საუკეთესოებს ჟიურის წევრები და დამსწრე საზოგადოება გამოავლენს. კონკურსის ბოლოს 5 გამარჯვებული გამოვლინდება.

ბეჭდვა