თბილისის ზოგიერთი უბნის ენერგომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 10-დან 17.00 საათამდე გლდანის მასივის I მიკრორაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე საბურთალოს რაიონში გამსახურდიას გამზირს, იოსებიძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებსაც გაეთიშება.
ქვესადგურ "კიკეთში" სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის მიმდებარე სამი სოფლის - კიკეთის, ბეთანიისა და დიდების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება.
