პარტია "თავისუფალი საქართველო" ტელეკომპანია "თრიალეთს" თანადგომას უცხადებს და სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოებას - ტელეკომპანიის დირექტორზე ჯონი ნანეტაშვილზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"იმის გამო, რომ ტელევიზია ობიექტურობას ინარჩუნებს და ხელისუფლებას გაკონტროლების საშუალებას არ აძლევს, მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა უკვე წლებია ხორციელდება" - განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მიმი გაბრიჩიძემ.
საქმე გუშინ მომხდარ ფაქტს ეხება. ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის ინფორმაციით, მას საღამოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლები დაუკავშირდნენ, რომლებსაც მისთვის გამაფრთხლებელი დოკუმენტაციის გადაცემა სურდათ. ნანეტაშვილი ამ ფაქტს დაშინების და ზეწოლის მცდელობად აფასებს.
