პოლიტიკური პარტია "თეთრები" ყველა აზერბაიჯანელს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
"განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები, ჩვენი ერთგული ძმები, ყველაფერს გააკეთებენ საერთო სამშობლოს - საქართველოს აღმშენებლობისთვის, ძლიერებისთვისა და აყვავებისთვის" - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ.
