ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორშია
ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორშია
19:03 21.03.2012
ყველაზე მეტი - 13 500 დასაქმებული "საქართველოს რკინიგზას" ჰყავს.
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ ჩატარებული - "საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია" კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
შესწავლილი2 251 ვაკანსიიდან, რომელიც 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში, ორ ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდზე – წწწ.ჯობს.გე და წწწ.ჰრ.ცომ.გე-ზე განთავსდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა გაყიდვების მენეჯერზე – 235 ერთეული დაფიქსირდა.
მეორე პოზიცია – ბუღალტერის/ფინანსისტის პროფესიამ – 105 ერთეულით, მესამე კი – დისტრიბუტორმა – 98 ერთეულით დაიკავა.
რაც შეეხა კომპანიებს, ყველაზე დიდი მოთხოვნა ბანკი ,,კონსტანტას"" მხრიდანაა – 76 ვაკანსია, სუპერმარკეტების ქსელი ,,სმარტი"" – 57, მესამე ადგილზე "სილქნეტია" 41 ვაკანსიიით.
ამ დროსთვის, ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორში ფიქსირდება. კერძოდ, ბანკებში - საშუალოდ 1 372 ლარი. ყველაზე დაბალი ხელფასი – საშუალოდ 360 ლარი განათლების სექტორში.
კვლევის პროცესში, საქართველოში კვალიფიკაციის პრობლემა გამოიკვეთა, რადგან მათზე მოთხოვნა მაღალია. ამავე დროს, არსებობს ჭარბი მუშახელი, რომელიც დაუსაქმებელია.
კვლევის მიხედვით, უშევერობის პროცენტი 17%–მდეა. სამუშაოს მაძიებლები კი, ძირითადად 22–დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.




ბეჭდვა