ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ რეიტინგებს პოლიტიკურ სუბიექტებს მომავალ კვირაში გააცნობს. ამის შესახებ დღეს NDI-ში განაცხადეს.
NDI-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები დაზუსტების სტადიაშია. კვლევის შედეგები ყველა პარტიას ინდივიდუალურად გადაეგზავნება.
სასტუმრო "რედისონში" დღეს NDI-ის კვლევის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კველვითი რესურსების ცენტრი ატარებს.
