საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი კვლევა მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ნამდვილად არ მივეკუთვნებით პარტიათა იმ ჯგუფს, რომლებიც კვლევებს არასერიოზულად უყურებენ. ჩვენთვის მთავარია საზოგადოების განწყობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორისაა ისეთი საკითხები, რომელიც დასაქმებას და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას უკავშირდება" – განუცხადა "ნიუსპრესს" კუბლაშვილმა.
მისი შეფასებით, პრობლემების ნაწილზე რეაგირება ხდება და ამას საზოგადოება ხედავს, თუმცა, არის საკითხები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო და უფრო მეტია გასაკეთებელი.
აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის სამი უმთავრესი პრიორიტეტია - სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
