"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებს და მოსახლეობას 29 მარტს პარლამენტთან აქციაზე იწვევს.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების მოთხოვნით ნავთობკომპანიები საწვავს ყოველდღიურად აძვირებენ და ამ გზით წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხას აგროვებენ.
"საქართველოში სააკაშვილი არაბი შეიხივით ნავთობკომპანიების მესაკუთრედაა გადაქცეული, რომლის მთავარ მეთვალყურედ დანიშნული ჰყავს მაფიოზი კეზერაშვილი. ეს კომპანიები საწვავზე ფასის ყოველდღიური ზრდით მოსახლოებისაგან საარჩევნო ხარკს კრიფავენ რომელიც უკვე 300 მილიონ ლარს შეადგენს" - განაცხადა გიორგი გუგავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული გზით დაგროვილ თანხას ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის გამოიყენებს.
