პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის პოლიტიზირების წინააღმდეგია.
"საერთოდ ამ საკითხის პოლიტიზაცია არასწორად მიმაჩნია. მთავარი კონსტიტუცია და კანონმდებლობაა და მათ უნდა მივყვეთ" – აღნიშნა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხული მოსახლეობის 65% ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.
