ვეფხვაძე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე მოსახლეობის განწყობას პატრიარქის ქადაგების შედეგად მიიჩნევს
ვეფხვაძე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე მოსახლეობის განწყობას პატრიარქის ქადაგების შედეგად მიიჩნევს
16:14 21.03.2012
"ქრისტიან–დემოკრატების" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ბიძინა ივანიშვილისთვის  მოქალაქეობის აღდგენაზე მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობას პატრიარქის ქადაგებას უკავშირებს.

"ყველას ახსოვს პატრიარქის ქადაგება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ქადაგება, ისე როგორც ჩვენთვის, " ქრისტიან–დემოკრატებისთვის", მნიშვნელოვანი იყო. ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანასთან ახდენს იდენტიფიცირებას, მოქალაქეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს" – განუცხადა "ნიუსპრესს" ლევან ვეფხვაძემ.

მისივე აზრით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი სამართლებრივი საკითხია და მას იმედი აქვს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხული მოსახლეობის 65 პროცენტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.


ბეჭდვა