NDI-ს კვლევით სატელევიზიო არხების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესის გამომხატველია
NDI-ს კვლევით სატელევიზიო არხების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესის გამომხატველია
15:52 21.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სატელევიზიო არხებზე პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ გასული სიუჟეტების უმრავლესობა ხელისუფლების ინტერესს გამოხატავს.

როგორც NDI-ის კვლევის პრეზენტაციაზე საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, გამოკითხის შედეგებით, ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი მედიასაშუალებების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება - „რუსთავი 2“- 69%, „იმედი“- 63%, საზოგადოებრივი მაუწყებელი- 57%, აჭარა TV-18%, რეალ TV- 13%, საპატრიარქოს არხი-13%, კავკასია - 2%, მაესტრო - 2%.

გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციის ინტერესებს ტელეკომპანიები -„კავკასია“ და „მაესტრო“ ატარებენ. გამოკითხულთა 36%-ის აზრით, საპატრიარქოს არხი არცერთი მხარის ინტერესის გამომხატველი არ არის.

რაც შეეხება სატალევიზო არხების მიმართ ნდობას, გამოკითხულთა 25% საპატრიარქოს არხს, 28%-„რუსთავი2-ს“, 25%-„იმედს“, 17%-საზოგადოებრივ მაუწყებელს, 7%-აჭარაTV, 7%-მაესტროს, 7%- კავკასიას, 3%-II არხს და 2%-რეალ TV-ს ენდობა.

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მაშტაბით 3,161 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა