"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გორში 10 წლის გუკა საბიაშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გუკა საბიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. დეპუტატებმა მის ოჯახს აცნობეს, რომ სექტემბრიდან სახელმწიფო 5-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დააზღვევს.
"ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან ოფიციალური დასტური მივიღეთ, რომ სექტემბრიდან სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვის დაზღვევას უზრუნველყოფს" - განაცხადა ანიკაშვილმა.
ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადასაწყვეტად, დღესვე პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე და მაგდა ანიკაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდებიან.