"ეს შენ გეხებას" მიერ მომზადებულ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარადგენს
"ეს შენ გეხებას" მიერ მომზადებულ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარადგენს
15:27 21.03.2012
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად, კოალიცია "ეს შენ გეხებას" პროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარადგენს.

ამის შესახებ დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსჯელობა გაგრძელდება იმ საკითხებზე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ და ამჯერად კომიტეტი არ ეთანხმება.

კუბლაშვილმა არასამთავრობო სექტორთან გამართულ კონსულტაციებს ნაყოფიერი უწოდა.

კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება ე.წ. დაკავშირებული პირის ცნება, შემცირდება პარტიებისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები, დაზუსტდება კონტროლის პალატის ფუნქციები.

ბეჭდვა