მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
13:11 21.03.2012
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.
"გულწრფელად გილოცავთ ამ საერთო ეროვნულ დღესასწაულს და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ამაყობს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ერთიანი ქართული სახელმწიფო იქმნება, სადაც ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს მის სრულფასოვან წევრად გრძნობენ.
"ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო აზერბაიჯანელებო, ნოვრუზ ბაირამი ჩემთვის ისეთივე ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზობა ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკური აზერბაიჯანლების მისამართით.

მისი თქმთ, ეს დღე არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, არამედ მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციისათვის არის ძვირფასი.
"ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას და ყოველი ჩვენგანი მზადაა მისთვის თავი გაწიროს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღესასწაულის შესახებ საქართველოს ყველაზე დიდ წიგნში, "ვეფხისტყაოსანშიც" არის აღწერილი" - განაცხადა პრეზიდენტმა.


ბეჭდვა