სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თეიმურაზ ხუგაევი კენჭს აღარ იყრის
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თეიმურაზ ხუგაევი კენჭს აღარ იყრის
13:07 21.03.2012
სამხრეთ ოსეთში 25 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თეიმურაზ ხუგაევი კენჭს აღარ იყრის. ინფორმაციას ამის თაობაზე "აფსნიპრესი" ავრცელებს.

ე.წ სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის და ე.წ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ხუგაევის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

"ვთვლი, რომ 25 მარტს დაგეგმილ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში სათანადო ორგანიზება სჭირდება, რათა მან ექსცესების გარეშე ჩაიაროს" - განაცხადა მან "აფსნიპრესთან ინტერვიუში".

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 25 მარტს გაიმართება.

ბეჭდვა