პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებას აპროტესტებს და დღეიდან დამოუკიდებელი პროფკავშირების შესაქმნელად სერიოზულ მუშაობას იწყებს.
ამის შესახებ შალამბერიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პეტრიაშვილის განაცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
"პეტრიაშვილი მშრომელთა უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებს. გაერთიანებული პროფკავშირები პედაგოგების, მძღოლების, ექიმებისა და სხვათა უფლებებს არ იცავს. ამიტომ, დღეიდან ალტერნატიული პროფკავშირის შექმნისთვის სერიოზულ მოძრაობას ვიწყებთ" - განაცხადა შალამბერიძემ.
19 მარტს "თავისუფალმა საქართველომ" რკინიგზის თანამშრომლებს დამოუკიდებელ პროფკავშირულ გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. ამის საპასუხოდ კი, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ შალამბერიძე პროფკავშირებს ვერ შექმნის, რადგან, მისი თქმით, პროფკავშირების ჩამოყალიბებას " სუფთა ხელები სჭირდება".
