საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად,
გამოკითხული მოსახლეობის 65 პროცენტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.
კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მომხრეა.
მოქალაქეთა 87 პროცენტისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულება გამოსცა, 3 პროცენტს კი, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
კვლევის პროცესში 3 161 რესპონდენტი გამოიკითიხა.
