შოთა უტიაშვილი - საქართველოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები არ არსებობენ
შოთა უტიაშვილი - საქართველოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები არ არსებობენ
11:51 21.03.2012
საქართველოში არანაირი არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება არ არსებობს. აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ყველა შეიარაღებული ფორმირება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა.
"არ ვიცი ვისზე ლაპარაკობს ეს კაცი. ფაქტია, საქართველოში არანაირი არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება არ არსებობს. ყველა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოშია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის და ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს ან სამართლდამცავ ორგანოებს წარმოადგენს. არანაირი სხვა დაჯგუფება არ არსებობს, არც შეიძლება არსებობდეს და არც იარსებებს" - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელის განცხადებები თანახმად, სამეგრელოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები ყალიბდება, რომლის გამოყენებას ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გეგმავს.


ბეჭდვა